„დრამერი“- ახალი ქართული ფილმი

მალე ეკრანებზე ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გამოვა. „დრამერი” – ასე ჰქვია რეჟისორ კოტე კალანდაძის ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომლის პრემიერაც მიმდინარე წელს შედგება.

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტი თანამედროვე ქართველი როკ-მუსიკოსების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს.

კოტე კალანდაძემ ფილმში მონაწილე მსახიობები სპეციფიკური, ეგრეთ წოდებული „მეთოდ ექთინგის” საშუალებით შეარჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსრულებლის ცხოვრებისეული გამოცდილება გმირის ცხოვრებასთან თანხვედრაშია, შესაბამისად, მსახიობების დიდი ნაწილი მოქმედი მუსიკოსები არიან.

„დრამერი”, რომლის გადაღებები მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა, საპროდიუსერო კომპანია „პარაშუტის” პროდუქციაა.