თბილისის ზღვაზე DRAGON BOAT CUP TBILISI გაიმართა
თბილისის ზღვაზე პირველად გაიმართა DRAGON BOAT CUP TBILISI-ის გათამაშება. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდური სახეობაა და შეჯიბრებებში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. მთავარი პრიზისთვის 10 გუნდი და 200-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოდა. სამომავლოდ, შეჯიბრების ორგანიზატორები საერთაშორისო სტატუსის მოპოვებას აპირებენ. მიზანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე თბილისის დამკვიდრება და სპორტული ტურიზმისა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობაა. გათამაშების ორგანიზატორი თბილისის კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაცია იყო, ხოლო მხარდამჭერი – თბილისის მერია და სპორტის ამ სახეობის ეროვნული ფედერაცია.