#დოსიე „პოლ პოტის საიდუმლო“

სალოტ სარი, იგივე პოლ პოტი. კამპუჩიელი წითელი ქმერების ლიდერი. ერთ-ერთი ყველაზე ენიგმატური დესპოტი რევოლუციონერი ისტორიში, რომელმაც ხელისუფლების სათავეში ყოფნის არასრული ოთხი წლის განმავლობაში, კამპუჩიის მოსახლეობის 21% გაანადგურა.

მისტიკური ფანატიკოსი კომუნისტი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გულმოდგინედ და სკრუპულოზურად შლიდა ყველა კვალს თავისი ბიოგრაფიისა და საქმიანობის შესახებ.

თავაზიანი „ძმა ნომერი პირველი“ საკუთარ თანამებრძოლებს ისევე ადვილად და მეგობრული ღიმილით სჯიდა სიკვდილით, როგორც მტრებს.

ადრიან მაბენის დოკუმენტური ფილმი, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტირანის ცხოვრების შესახებ „პოლ პოტის საიდუმლო“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“, სტუმარი – ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

დოსიე