დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული. მან სხდომაზე შესვლა მედიასთან ერთად მოითხოვა, თუმცა ის ჟურნალისტებთან ერთად არ შეუშვეს. სასულიერო პირის თქმით, უნდა ესაუბრათ მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე. მასთან საპატრიარქოს წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, რომ სხდომას მედიის გარეშე დასწრებოდა. არქიმანდრიტ დოროთეს თქმით, კომისიამ საჯაროდ უნდა განიხილოს, თუ რა პრეტენზია აქვთ მასთან მიმართებით. მისივე ინფორმაციით, მას კითხვები წინასწარ გაუგზავნეს.