დოპინგის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოხმარების გამო, რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა,  ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოხმარებაა.

ოლიმპიადის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოპინგ-სკანდალის გამო, ოლიმპიადაზე არ იქნება ქვეყნის და ამ შემთხვევაში, რუსეთის დროშა და გამარჯვების შემთხვევაში, არ დაუკრავენ რუსეთის ჰიმნს.

რაც შეეხება იმ რუს სპორტსმენებს, რომლებსაც დოპინგი არ აქვთ მიღებული, ოლიმპიადაში მონაწილეობა ნეიტრალური დროშით შეეძლებათ. რუსი სპორტსმენების გამარჯვების შემთხვევაში კი, არა რუსეთის ჰიმნი, არამედ ოლიმპიური ჰიმნი აჟღერდება.

ზამთრის ოლიმპიადა 9 თებერვალს იწყება.