დონბასის ბატალიონის წევრების სასამართლო პროცესი

დონბასის ბატალიონის წევრების სასამართლო პროცესი იწყება.

უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს საბრძოლო მასალის შენახვაში ბრალი ედება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები გასული წლის 2 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას განაცხადეს, რომ ისინი ქვეყნის დასათვალიერებლად იყვნენ ჩასული.