ვისაუბრებთ ქალზე, რომელიც ოჯახის ბიზნესს – მაღალი მოდის სახლს სათავეში ძმის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა და 28 წლის განმავლობაში ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. დონატელა ვერსაჩე – ქალი, რომელმაც არაერთი უნიკალური და შეიძლება ითქვას, ისტორიული სამოსი შექმნა, თანამდებობას ტოვებს.
ბრენდის ისტორიაში პირველად, მოდის სახლს სათავეში ოჯახის წევრი არ ჩაუდგება. კრეატიული დირექტორი ამიერიდან დარიო ვიტალი იქნება, რომელიც აქამდე მიუ-მიუს დიზაინის ხელმძღვანელი იყო. რაც შეეხება 69 წლის დონატელას, ის ბრენდის ამბასადორად რჩება.
რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ვერსაჩემ და რას შეცვლის ახალი კრეატიული დირექტორი ბრენდის კოლექციებში – თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟი.