დონალდ ტუსკი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას ეხმაურება
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას “ტვიტერში” ეხმაურება. დონალდ ტუსკი განცხადებას ქართულ ენაზე ავრცელებს.
„დღეს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომის ათი წლისთავს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“ – წერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი.