დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა შეხვედრაზე რუსულ გაზსადენზე, თავდაცვის ხარჯებსა და სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს
- რუსული გაზსადენი, თავდაცვის ხარჯები და სავაჭრო ურთიერთობები იყო განხილვის მთვარი თემა აშშ-ის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაზე. დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა. „კანცლერთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვისაუბრეთ გაზსადენსა და ვაჭრობაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვაჭრობა გაიზრდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
- საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, ორს კი ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Kathimerini ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა დიპლომატებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. საბერძნეთის მთავრობა თვლის, რომ დიპლომატები საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.