დონალდ ტრამპმა „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

12:14, 16.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. დონალდ ტრამპი კომპენსაციის სახით ათ მილიარდ დოლარს ითხოვს. ფლორიდის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ტრამპმა „ბიბისი“ ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა თითოეული ბრალდებისთვის ხუთი მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა. ტრამპის იურიდიულმა გუნდმა „ბიბისი“ დაადანაშაულა იმაში, რომ „განზრახ, ბოროტად და მოტყუებით შეცვალა მისი გამოსვლა“. სარჩელთან დაკავშირებით „ბიბისიში“ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, „ტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა, ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს.

მსგავსი