აშშ-ის პრეზიდენტი 8 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრის ადგილი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. მოლაპარაკების მთავარი თემა, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გავლენა იქნება უნგრეთის ეკონომიკაზე.