დონალდ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო და ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებები გამართა, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრას ამერიკის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი დაესწრნენ. დონალდ ტრამპმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე, სი ძინპინს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება. თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები და სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს. მან ასევე დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ ტაივანის საკითხმა შესაძლოა, აშშ და ჩინეთი კონფლიქტამდე მიიყვანოს.