დონალდ ტრამპის სტრატეგია

18:27, 05.09.2026

ტამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის დასრულების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ სტრატეგიას ამზადებს. როგორც გამოცემა „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ომის შემდგომი სტრატეგია ორიენტირებულია რეგიონულ ძალისხმევაზე, შეაკავოს ირანი და ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გააფართოოს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გეგმა შემუშავების საწყის სტადიაზეა, თუმცა მიმართულია, განსაზღვროს აშშ-ის მიდგომა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ისრაელში 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ნებისმიერი ახალი მთავრობა, მზად იქნება და შეძლებს ომის შემდგომ სტრატეგიაზე თანამშრომლობას.

მსგავსი