დონალდ ტრამპის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან 

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა.  შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა გონივრულ ფასად გრენლანდიის შეძენა, რაზეც ტრამპმა დადებითად უპასუხა. თავის მხრივ, მარკ რუტემ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვაზე ხარჯების გაზრდაში გაწეული წვლილისთვის.