დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა

დონალდ ტრამპს სავაჭრო ომი ახალ საფეხურზე გადაჰყავს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომელის აშშ-სთან ალუმინით და ფოლადით ვაჭრობს, 25 %-იანი ტარიფები დაუწესდება. დონალდ ტრამპი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ამერიკული წარმოების ხელშეწყობას ასახელებს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეზონანსული აღმოჩნდა მსოფლიოს დიდი მწარმოებლებისთვის, რომლებიც ვაშინგტონთან ვაჭრობენ. აშშ-ის სავაჭრო პარტნიორები ამტკიცებენ, რომ სატარიფო ომი თავად აშშ-საც დააზარალებს. ამერიკული ტარიფები მარტიდან ამოქმედდება.