დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა 

რამდენად მოხერხდება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმით ღაზაში 2-წლიანი ომის დასრულება – ისრაელი ინიციატივაზე თანხმობას აცხადებს, ახლა ბურთი „ჰამასის“ მოედანზეა – დათანხმდება თუ არა პალესტინური დაჯგუფება ტრამპის შეთავაზებას. „ჰამასის“ დელეგაცია დოჰაში შუამავლებთან მოლაპარაკებებს მართავს. ტრამპის სამშვიდობო გეგმა 20-პუნქტიანია. დოკუმენტი „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. გეგმაში საუბარია გარდამავალი ტექნოკრატიული კომიტეტის შექმნაზეც, რომელმაც ღაზის მართვა უნდა უზრუნველყოს. ამ კომიტეტს ზედამხედველობას გაუწევს საბჭო, თავად დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. საბჭოს შემადგენლობაში შევა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი. შტატების პრეზიდენტი სამშვიდობო გეგმაზე თანხმობისთვის „ჰამასს“ ოთხდღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტერორისტულ დაჯგუფებას სევდიან დასასრულს ჰპირდება.