ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ახალი აკრძალვები ამოქმედდა და დეპორტაციის პროცესი დაიწყო. პარალელურად, მექსიკა-ამერიკის საზღვართან მყოფი ასობით თავშესაფრის მაძიებელი უკან გააბრუნეს. დონალდ ტრამპმა უკანონო მიგრაცია საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, შეიარაღებულ ძალებს კი საზღვრის დაცვა დაავალა. რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდათ შტატებში შესვლაც. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ არალეგალური მიგრაცია იყო. თანამდებობის დაკავებისთანავე, ტრამპმა ათობით განკარგულებას მოაწერა ხელი.