ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი მოქმედს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინაში სწორედ ჯო ბაიდენის პროვოცირებული იყო.
დონალდ ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში 12 დღეში შევა, ხმაურიანი განცხადებებით უკვე მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეა. არჩეულმა პრეზიდენტმა ევროპელ მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოში სამხედრო ხარჯები მშპ-ს 5 %-მდე გაზარდონ. არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა ტრამპის ის განცხადება, რომლითაც არჩეულმა პრეზიდენტმა პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა, კანადას კი ეკონომიკური ძალის გამოყენებით დაემუქრა. საკმაოდ მკაცრი იყო დონალ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე საუბრის დროსაც.
რას პასუხობენ არჩეული პრეზიდენტის ხმაურიან განცხადებებს ადრესატები – ლევან ახალაიას სიუჟეტი.