დონალდ ტრამპის სადავო სატარიფო პოლიტიკა
დონალდ ტრამპის მოლოდინი, რომ ოტავასთან საერთო ენას გამონახავდა, არ გამართლდა. ვაშინგტონსა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები კრახით დასრულდა. პროცესი თავიდანვე დაძაბულად მიმდინარეობდა: თეთრი სახლის ლიდერმა ულტიმატუმის ვადა კვირის დასაწყისში დროებით გაახანგრძლივა, თუმცა ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, კანადის პრემიერმა მომლაპარაკებელთა დელეგაცია უკან გაიწვია. ჩაშლილ გარიგებაზე პასუხისმგებლობას შტატები სრულად ოტავას აკისრებს, ბრალდების ადრესატები კი აცხადებენ, რომ ვაშინგტონის პირობები კაბალური იყო და ნებისმიერი შეთანხმების საიმედოობას ეჭვქვეშ აყენებდა. დიპლომატიური ჩიხის ფონზე, ამერიკამ კანადურ ექსპორტზე 50%-იანი სატარიფო სანქციები უკვე ამოქმედდა, რომელიც შეეხო პროდუქციის ფართო სპექტრს: ღვინოს, რძის ნაწარმს, ცემენტს, ტანსაცმელსა და ჰოკეის აღჭურვილობაც კი. ოტავამ საპასუხო ზომები უკვე დააანონსა ,- კანადა ამერიკულ საქონელს ანალოგიური ტარიფებით დაბეგრავს.