ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოვალეობების შესრულება დაიწყო.
ქვეყნის დაღმასვლა დასრულდება, დაიწყება ოქროს ხანა – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ტრამპის საინაუგურაციო სიტყვიდან, რომლის წარმოთქმიდან მალევე, მან ხელი მოაწერა 200-ზე მეტ განკარგულებას. მათ შორის არის, სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე 1 600-მდე პირის შეწყალების შესახებ განკარგულებები. მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც ბაიდენის მმართველობის კრიტიკას არასდროს მორიდებია, წინამორბედი და მისი გადაწყვეტილებები გუშინაც მწვავედ გააკრიტიკა. დაანონსდა სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრება, მთავრობის რეფორმა და გენდერული პოლიტიკის ცვლილება. შტატების 47-ე პრეზიდენტმა „სამთავრობო ცენზურის აღკვეთის შესახებ“ დირექტივებიც გამოსცა. ოთხი წლის შემდეგ შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული დონალდ ტრამპის პირველი გადაწყვეტილებები – ნახეთ ლევან ახალაიას სიუჟეტში.