დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი 

რუსული სანქციების გაფართოების ფონზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპისთვის წაყანებული ბრალდებები დაამტკიცა.

„დემოკრატები“ თეთრი სახლის ლიდერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას ედავებიან. საუბარია დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამაზე. დემოკრატების მტკიცებით, წინასაარჩევნოდ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმიჯის შესალახად ტრამპი უკრაინის ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ცდილობდა, რათა ბაიდენის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება დაწყებულიყო.

აქვთ თუ არა ტრამპის პოლიტიკურ მეტოქეებს იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანის ბერკეტი, – გვანცა ფოცხვერია დეტალებით.

დატოვე კომენტარი