დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

აშშ-ის ისტორიაში პირველად პრეზიდენტს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადეს.

წარმომადგენელთა პალატის წევრების უმრავლესობამ და მათ შორის დონალდ ტრამპის თანაპარტიელების ნაწილმაც, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებენ ბრალს. თავად პრეზიდენტი ამ ბრალდებას არ ეთანხმება და მომხრეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს. პარალელურად, აშშ-ში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან, რომელიც 20 იანვარს გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე ჩაივლის.