დონალდ ტრამპისა და რობერტ ფიცოს განცხადება

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში ომი სინამდვილეში ნატო-სა და ყირიმის გამო დაიწყო. ტრამპის თქმით რუსეთმა ყირიმი ერთი გასროლის გარეშე, ბარაკ ობამასგან მიიღო, რაც მისივე თქმით, ყველაზე ცუდი გარიგება იყო. უკრაინელებს კი მისი დაბრუნება სურდათ. თუმცა, რუსეთს ყირიმში უკვე ფული ჰქონდა ჩადებული და მის განვითარებაზე ზრუნავდა. ამასთან, ტრამპის განცხადებით, ყველამ იცოდა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელი იყო და ამას რუსეთი არასდროს დათანხმდებოდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული.
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საუბრობს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც. რომლის თქმითაც, ის საჯაროდ ჯვარს აცვეს, როდესაც ომის დასაწყისიდანვე უარყო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა. ფიცოს თქმით,  დღეს ის ფაქტი, რომ უკრაინა ნატო-ში არ იქნება, უკვე თავისთავად მიღებულად ითვლება.