დონალდ ტრამპის ღია გზავნილი გერმანიას - რა პრეტენზიას უყენებს თეთრი სახლის ლიდერი ოფიციალურ ბერლინს, დატოვებს თუ არა ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი ბავარიულ ქალაქს და რა გადაწყვეტილება მიიღება ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე

გერმანიასთან დაკავშირებული გეგმა ტრამპს სისრულეში მოჰყავს.

თავდაცვის ხარჯებზე დაწყებული უთანხმოების შემდეგ აშშ გერმანიაში სამხედროების რაოდენობას მკვეთრად ამცირებს. სხვადასხვა ქალაქში მოწყობილ თანამედროვე ბაზებსა და სამხედრო ნაწილებში მხოლოდ 25 000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. გადაწყვეტილების მიზეზების განმარტების დროს თეთრი სახლის ლიდერმა ოფიციალურ ბერლინს რუსეთთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზეც მიუთითა. ჯერ უცნობია, გერმანიაში ბაზირებული ძალების ნაწილს აშშ-ში დააბრუნებენ, თუ სხვა ქვეყანაში გაგზავნიან.