დონალდ ტრამპის განცხადება
ამერიკის პრეზიდენტმა „სასაცილო“ უწოდა იმ შესაძლებლობას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადისთვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლოა ვაშინგტონის მხრიდან „მტრულ აქტად“ ჩაითვალოს. ტრამპმა კანადას „საშინელი სავაჭრო პარტნიორი“ უწოდა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ამას გააკეთებს და თუ ეს ბოროტი განზრახვით მოხდება, შეერთებული შტატები ევროპას სერიოზულ ტარიფებს დაუწესებს, ან ბევრ რამეზე ევროპასთან ვაჭრობას შეწყვეტს.