დონალდ ტრამპის განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვა სურს მაშინ, როდესაც ცხადი გახდება, რომ მხარეები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად არიან. უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ლიდერებს შორის „უზარმაზარი მტრობაა“. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არსებობს თუ არა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში მასთან კიდევ ერთი სამიტის გამართვას დათანხმდება.