დონალდ ტრამპის განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, მისცემს თუ არა ვაშინგტონი კიევს „პეტრიოტების“ ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას. დონალდ ტრამპმა „ფაინენშალ თაიმსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, უახლოეს დღეებში ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინას პირველად ეწვევიან.