დონალდ ტრამპის განცხადება
იორდანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, შეერთებული შტატები ირანს მკაცრად უპასუხებს – განაცხადა დონლად ტრამპმა. ჟურნალისტმა მას ეგვიპტის სანაპიროსთან ტანკერზე თავდასხმის შესახებ ჰკითხა, არსებობს თუ არა ინფორმაცია, რომ მომხდართან კავშირი ირანულ მხარეს აქვს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ საკითხზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს, დეტალები კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სენატორ ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ტრამპს სურს კანონპროექტს დაემატოს შესაძლებლობა, რომ ტარიფები ირანსაც დაუწესდეს.