დონალდ ტრამპის განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალში ირანს ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილი გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან შესაბამისი დირექტივა უკვე გასცა. ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანის მიერ იორდანიაში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმას ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ მათი გადმოსვენების პროცესს დონალდ ტრამპი დაესწრება.