დონალდ ტრამპის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან გარიგება „ხელმოწერილია“. ამის შესახებ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის გახსნამდე საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას არ მოიცავს. მისივე განმარტებით, სანქციების საკითხი ირანის მომავალ ქცევაზე იქნება დამოკიდებული. შეთანხმების შინაარსი ოფიციალურად მალე გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ“.