დონალდ ტრამპის განცხადება

15:25, 03.05.2026

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, აშშ-მა ირანზე დარტყმები განაახლოს, თუ ისინი „ცუდად მოიქცევიან“. როგორც შტატების ლიდერმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ირანს აღსადგენად, სულ მცირე, 20 წელი დასჭირდება. ამასთან, ტრამპის განმარტებით, ირანის მიერ გაგზავნილ გეგმას უახლოეს პერიოდში განიხილავს, თუმცა ვერ წარმოუდგენია, რომ ის მისაღები იქნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს 14-პუნქტიანი წინადადება გაუგზავნა. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, „ტასნიმი“ აქვეყნებს სამშვიდობო შეთანხმების პირობების დეტალებსაც. პირობებს შორისაა: გარანტიები, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას არ განახორციელებს, ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა ირანის გარშემო არსებული რეგიონიდან, ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა და სრუტის მართვის „ახალი მექანიზმის” შემოღება, ლიბანში ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის დასრულება, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება, ომის 30 დღეში დასრულება , ასევე ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადავადება ომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი