დონალდ ტრამპის თქმით, მას ბრალი წაუყენეს, რადგანაც მისი ეშინიათ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკელ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების დამარცხება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს ახალი ბრალი გასულ კვირას წარუდგინეს. მას 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის საქმეზე ოთხი მუხლით წარუდგინეს ბრალი. თავად ტრამპი ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს.