დონალდ ტრამპის განცხადება

ირანისთვის შეთანხმების დასადებად განკუთვნილი ვადა, მაქსიმუმ, 10-15 დღეა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. Air Force One-ის ბორტზე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ძალიან ცუდი რამ მოხდება და შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს შეთანხმებას. ისრაელის მედია კი – იუწყება, რომ თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ისრაელი ემზადება ჰიპოთეტური სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც, ირანმა შესაძლოა პირველმა დაარტყას ისრაელს. „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს ირანზე თავდაპირველ შეზღუდულ სამხედრო დარტყმას, რათა აიძულოს თეირანი, დათანხმდეს მის მოთხოვნებს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.