აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ნაყოფიერი შეხვედრის შედეგად, გრენლანდიასა და მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით, მომავალი გარიგების ჩარჩო ჩამოყალიბდა. დონალდ ტრამპის თქმით, მან გადაწყვიტა, არ დააწესოს ტარიფები, რომლებიც პირველ თებერვალს უნდა ამოქმედებულიყო. მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი გარიგების ჩარჩო ითვალისწინებს იმ პუნქტებს, რაც შეერთებულ შტატებს სურდა. მანამდე 17 იანვარს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრენლანდიის გამო დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებს და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებდა. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან უნდა შესულიყო.