დონალდ ტრამპის განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენესუელაში ახალი არჩევნები მომდევნო 30 დღის განმავლობაში არ ჩატარდება. მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, სუბსიდირება გაუწიოს ნავთობკომპანიების ძალისხმევას ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. პროექტს მისი თქმით, შესაძლოა 18 თვეზე ნაკლები დასჭირდეს. კითხვაზე – ჰქონდათ თუ არა ვენესუელაში რომელიმე ოფიციალურ პირთან რაიმე შეთანხმება ნიკოლას მადუროს გადაყენების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ „ბევრ ადამიანს სურდა შეთანხმების დადება, თუმცა ეს მადუროს უახლოესი წრის დახმარების გარეშე მოხდა“. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი თავად იქნება.