„ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ უკრაინაში მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ევროპელ ლიდერებთან ძალიან ხანგრძლივი და კარგი საუბარი ჰქონდა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ტერიტორია უკვე დაკარგა, თუმცა შტატები ევროპელებთან ერთად უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლოს როდის ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი საუბარი შედგა, თუმცა როდის, არ დააკონკრეტა.