დონალდ ტრამპის განცხადება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯიმი კიმელი ტელეკომპანია ABC-ს ეთერიდან ცუდი რეიტინგისა და უნიჭობის გამო მოხსნეს, კიმელმა საშინელი რამ უწოდა ჩარლი კირკს. ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიების საეთერო ლიცენზიები უნდა გაუქმდეს, თუ ისინი მის შესახებ ძირითადად უარყოფით ინფორმაციას გაავრცელებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ინიციატივა, რომ ტელეკომპანიებმა პერიოდულად უნდა მოითხოვონ ლიცენზიების განახლება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ABC-მ ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ეთერიდან მოხსნა.