დონალდ ტრამპის განცხადება
„ვფიქრობ, გამოძიებაში დიდი პროგრესია“, – განაცხადა, დონალდ ტრამპმა, ჩარლი კირკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკვე ესაუბრა ჩარლი კირკის მეუღლესა და ოჯახს. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში არიზონაში ჩარლი კირკის დაკრძალვას დაესწრება. ჟურნალისტის კითხვაზე, ღელავდა თუ არა საკუთარი უსაფრთხოების გამო, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ქვეყანაზე ღელავს.