დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის. როგორც ტრამპმა კაბინეტის სხდომისას აღნიშნა, ეკონომიკური ომი რუსეთისთვის ცუდი იქნება. მისი თქმით, მას სურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება.