დონალდ ტრამპის განცხადება

დონალდ ტრამპის თქმით, ზელენსკი და პუტინი თუ არ შეხვდებიან, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება, შეიძლება, საშინელი შედეგებიც მოჰყვეს. ამის შესახებ მან განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა შედეგები, თუ პუტინი და ზელენსკი არ შეხვდებიან. მისი თქმით, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ფიქრობდა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მარტივი იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობს მასშტაბური პირადი კონფლიქტი.