დონალდ ტრამპის განცხადება 

„ვფიქრობ, მოვაგვარე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის, ვფიქრობ, ისინი უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე მეგონა” – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. ამასთან, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში საუბარი არ არის ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე. ასევე, ტრამპი აღნიშნავს, რომ მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის უფრო დამთბარია ურთიერთობა და ეს ანკორიჯის სამიტზეც იგრძნობოდა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, სამშვიდობო მოლაპარაკების დაჩქარების მომხრეა, თუმცა ზოგიერთი ევროპელი ლიდერი მისგან განსხვავებით არ ჩქარობს.  „მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობ, შევათანხმო პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა“ – განაცხადა ტრამპმა.