დონალდ ტრამპის განცხადება

„ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები არის დიდი და ზუსტი, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ამის გამოყენება“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა  თეთრ სახლში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. შეერთებული შტატები, ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას იწყებს. ტრამპის თქმით, სანამ ის ამერიკის ლიდერია, ირანს ბირთვული იარაღი ვერ ექნება. თეირანისგან გასხვავებით, ამერიკის პრეზიდენტი ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ შეერთებული შტატების ბაზებს მინიმალური ზიანი მიადგა  და ამერიკის მოქალაქეები არ დაზარალებულან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები შენარჩუნდება.

დატოვე კომენტარი