დონალდ ტრამპის განცხადება

12:22, 25.03.2025

„უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს მალე მოვაწერთ” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინასთან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემის საკითხი განიხილება. ტრამპის თქმით, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები ძირითადად შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყო კონცენტრირებული, განხილული იყო სხვა საკითხებიც, რომლებიც რუსეთთან სამწლიანი ომის შეჩერებისკენ არის მიმართული.

მსგავსი