დონალდ ტრამპის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამჟამად რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება განიხილონ. ტრამპის თქმით, მან უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით „პოზიტიური გზავნილები“ მიიღო, თუმცა, როგორც აღნიშნა, ეს გზავნილები არაფერს ნიშნავს, რადგან სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ოვალურ ოფისში მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი თუ ომის გაგრძელებას აირჩევს, ამას, შესაძლოა მოსკოვისთვის „გამანადგურებელი“ ფინანსური ზომები მოჰყვეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უახლოვდებიან იმ ეტაპს, როდესაც შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებით რამე გაკეთდეს. ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ ოდესღაც „რთულმა“ უკრაინულმა მხარემ პოზიცია შეიცვალა.