დონალდ ტრამპის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც საქართველოსაც ეხება: „გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან გვარად ობამა, სცადეს, მთელი ქვეყანა წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ არავინ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მან შეაჩერა „ნორდ სტრიმი 2“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი.