დონალდ ტრამპის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას მოითხოვს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამარჯობას და ნახვამდის – შეგიძლიათ აირჩიოთ. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლა, არა მოგვიანებით და დაუყოვნებლივ დააბრუნე თქვენს მიერ მოკლული ყველა ადამიანის ცხედარი ან ეს თქვენთვის დასასრული იქნება. ცხედრებს მხოლოდ ავადმყოფი და გარყვნილი ინახავს, ​​თქვენ კი ავადმყოფები და გარყვნილები ხართ! მე ვუგზავნი ისრაელს ყველაფერს, რაც საჭიროა სამუშაოს დასასრულებლად, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც მე ვამბობ. მე ახლახან შევხვდი თქვენს ყოფილ მძევლებს, რომელთა სიცოცხლეც თქვენ გაანადგურეთ. ეს თქვენი ბოლო გაფრთხილებაა! ხელმძღვანელობისთვის ახლა კარგი დროა დატოვოს ღაზა, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი. ასევე, ღაზას მოსახლეობას: მშვენიერი მომავალი გელით, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ მძევლები გეყოლებათ. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მოკვდებით! მიიღეთ ჭკვიანური გადაწყვეტილება. გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით!”- წერს დონალდ ტრამპი.