დონალდ ტრამპის გამოხმაურება

ჯო ბაიდენის ყოველწლიურ გამოსვლას დონალდ ტრაპი ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით მან გააკრიტიკა პრეზიდენტის პოზიცია პუტინისა და ირანის მიმართ. „ის არ აღუდგა პუტინს, მან პუტინს უკრაინა მისცა!“- წერს ტრამპი. მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა გაამდიდრა ირანი, სწორედ ამიტომ არსებობს პრობლემები ახლო აღმოსავლეთში. „ეს იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე გამოსვლა. მან ძლივს ახსენა იმიგრაცია. ის არასოდეს გამოასწორებს ამ საკითხს და არც სურს. მას უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა გავსებული იყოს მიგრანტებით. დანაშაული გაიზრდება იმ დონემდე, რომელიც აქამდე არ გვინახავს და ეს ძალიან სწრაფად ხდება“- აღნიშნა ტრამპმა.