დონალდ ტრამპის აზიური ტურნე გრძელდება - აშშ-ს პრეზიდენტი ფილიპინებზე გაემგზავრა

დონალდ ტრამპის აზიური ტურნე გრძელდება. იაპონიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და ვიეტნამის შემდეგ, პრეზიდენტი ფილიპინებზე გაემგზავრა.

შეერთებული შტატების ლიდერს ფილიპინელი მემარცხენე აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ისინი დონალდ ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებენ. მანამდე ტრამპი ვიეტნამში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრო.

საერთაშორისო მედიის დიდი მოლოდინის მიუხედავად, ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ვიეტნამში არ შედგა, თუმცა მსოფლიო მედიის ობიექტივში ტრამპისა და პუტინის მოკლე საუბარი მაინც დაფიქსირდა.

ტრამპის აზიური ტურნე 12-დღიანია. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს ასეთი ხანგრძლივობის ტურნე ამ რეგიონში არ გაუმართავს.