დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიაში ჩავიდა

დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიაში ჩავიდა. როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ვაჟი გრენლანდიაზე ერთი დღით იმყოფება და პოდკასტისთვის ვიდეოს გადაღებას აპირებს. მას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ან პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა თავად არჩეული პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, გრენლანდიის ხალხი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს, თუ  გრენლანდია გახდება აშშ-ის ნაწილი. „ჩვენ მოვუვლით და დავიცავთ მას გარე მსოფლიოსგან. გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში. მსოფლიოს უდიდესი კუნძული გრენლანდია დანიის სამეფოში შემავალი ავტონომიური ტერიტორიაა. ტრამპს გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერი მინისტრი, მეტე ფრედერიქსენის თქმით, გრენლანდია ეკუთვნის მის მოსახლეობას.