დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიყიდვას გეგმავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიყიდვას გეგმავს, მათ შორის, კომპლექს ჯაველინს. საერთო ჯამში, საუბარია 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტასა და 35 გამშვებ კომპლექსზე, რომელთა საერთო ღირებულება 47 მილიონი დოლარია.

თუ ტრამპი შესაბამის განკარგულებას ხელს მოაწერს, მაშინ ის კონგრესს გადაეგზავნება, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მიიღებს.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე დაადასტურეს.